Wednesday, December 2, 2009

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა ლემილზე

პრეზენტაცია თავისუფალ თემაზე

ფერადი ძაფის ფერწერა

პროექტის შეფასების რუბრიკები

”საუკეთესო კვლევითი ნაშრომი”-”საუკეთესო დღიური”- შეფასების რუბრიკა

სასწავლო პროექტის მსვლელობა.


თემის შერჩევა.
კლასის დაყოფა მიზნობრივ ჯგუფებად.
პროექტის გეგმა: ისტორიულ-გეოგრაფიული გარემო
რაჭველი ხალხის ყოფა და ტრადიციები
მეურნეობის განვითარების დარგები
მეცხოველეობის პროდუქტების დამზადების ტექნოლოგია
მეცხოველეობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი.

თემების დანაწილება ჯგუფებზე და ლიდერის გამოყოფა.

სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა.

რაჭული ლორის მნიშვნელობა რაჭველთა ყოფაში.


1.პროექტის სახელი:„რაჭული ლორის მნიშვნელობა რაჭველთა ყოფაში“.
2.პროექტის მოკლე აღწერა: რაჭული ლორის დამზადების ტექნოლოგია, მისი მნიშვნელობა რაჭველთა ყოფაში.
3.პროექტის სრული აღწერა:გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ ქართველ ხალხთა ტრადიციებზე და ტრადიციების გავლენას მათ ყოფაზე.ამ მეთოდით ისინი აკონკრეტებენ თემას ”რაჭული ლორის მნიშვნელობა რაჭველთა ყოფაში”
მოსწავლეები ისწავლიან თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა რაჭულ ლორს რაჭველი ხალხის ცხოვრებაში,რაც განასხვავებს მათ ტრადიციას საქართველოს სხვა კუთხის ხალხთა ტრადიციებისაგან.
მოსწავლეები სვამენ კითხვებს:
1.როგორია რაჭის ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო?
2.მეურნეობის დარგებიდან რომელი იყო წამყვანი რაჭაში?
3.რატომ იყო მაინცდამაინც ლორი ოჯახის სარჩო?(როგორც რაჭველები ამბობენ).
4.როგორი იყო მეცხოველეობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი? 5.მეცხოველეობასთან დაკავშირებული მატერიალური კულტურა და ყოფა და სხვა?
ყოველივე ამის მიხედვით კლასში ყალიბდება საპროექტო ჯგუფები.
პროექტები აქტუალურია იმით,რომ ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ძირფესვიანად გაეცნონ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეს-რაჭას,მის გეოგრაფიულ გარემოს,ტრადიციას,ხალხის ყოფას.იმ ცხოვრებისეულ პრობლემებს,რამაც თუნდაც როგორც ვახუშტი ბაგრატიონი ამბობს რაჭველებზე ”ლორი,სიცოცხლეა მათი” რატომ იყო ეს ტრადიცია წამყვანი რაჭაში,რით იყო ეს განპირობებული. თემა მრავლისმომცველია.

4.მონაწილეთა ასაკი
:15 წელი.
5.ვადები და ხანგრძლივობა: 1/12/2009- 1/10/2010
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: იმუშავებენ ჯგუფურად, ინდივიდუალურად და წყვილებში. მოამზადებენ პრეზენტაციებს,დღიურებს, ინტრევიუებს. გადაიღებენ ფოტო მასალას.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ისწავლონ მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია,თავისი ხალხის თუ კუთხის სიყვარული,ხალხის ყოფა-ცხოვრება,როგორი ტრადიცია,ცხოვრების წესი ჰქონდათ რაჭველებს.შეადარონ ის სხვა კუთხის ხალხთა ყოფა-ცხოვრებას.ლორის დამზადების ტექნოლოგია რითი არის განსხვავებული რაჭაში. რა რელიგიური დატვირთვა აქვს ახალ წელს.მოსწავლეები იჩენენ რა ინტერესს, გაუღვივდებათ ინტერესი საზოგადოებრივი ცხოვრების და განვითარების მიმართ წარსულსა და აწმყოზე. ამასთან ჩამოუყალიბდებათ ზოგადი უნარები პრობლემის გააზრების,შემოქმედებითი ინფორმაციის მოპოვების(რისთვისაც აუცილებელია ხალხთან-სოფელში გასვლა,გამოკითხვა, ინტერვიუ , საინტერესო მასალების შეგროვება),მეცნიერული კვლევის და ძიების უნარი.
შეფასების საგანი და პროცედურები: მოსწავლეთა წარმატება შეფასებული იქნება კვლევისა და ინფორმაციის მოძიებით,მსჯელობით,ზეპირი პრეზენტაციით.აგრეთვე შეფასებისას ყურადღება მიექცევა როგორ გამოიყენებენ წყაროებს,ითანამშრომლებენ ბიბლიოთეკებთან და გამოიყენებენ ისტს.შეფასების რუბრიკები: ”საუკეთესო პრეზენტაცია”, ”საუკეთესო კვლევითი სამუშაო”, ”საუკეთესო ინტერვიუ”, ”საუკეთესო დღიური”.

8.სარგებელი სხვებისთვის: გაიცნონ და გააცნონ სხვებს რაჭველი ხალხის ტრადიციები,კულტურა,ლორის დამზადების ტექნოლოგია,საოჯახო ყოფა და მეურნეობა. გაუღვივონ სამშობლოს სიყვარული.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილენი სხვა სკოლიდან. --
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
12.პროექტის ფასილიტატორი:
მანანა ქევანაშვილი.
13 ფასილიტატორის ელ. ფოსტა: mananakevanashvili@gmail.com
14. .პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mananakevanashvili.blogspot.com